საერთაშორისო სადოქტორო სკოლა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

The Conception of Recognition in Ethics and Political Philosophy

დოქტორანტის სახელი და გვარი: ირაკლი დეკანოზიშვილი

ფაკულტეტი:  მეცნიერებათა და ხელოვნების, ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამა

ხელმძღვანელი ილიაუნი: თამარ ცხადაძე

ხელმძღვანელი მიუნსტერი: ტომას გუტმანი

მისანიჭებელი ხარისხი: Ph.D in Philosophy

სადოქტორო პროექტის მოკლე აღწერა:

აღიარების ცნების მნიშვნელობა ცდება პიროვნების კონსტიტუციის საკითხს. აღიარების ცნება არის არამხოლოდ წინაპირობა მოქალაქეთა ინდივიდუალური ავტონომიურობის დემოკრატიულ სახელმწიფოში, არამედ აგრეთვე სამართლიანი საზოგადოების იდეის განმსაზღვრელი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. მიუხედავად იმისა, რომ აღიარების (ინტერ)პერსონალური და პოლიტიკური სფეროები ერთმანეთისგან განსხვავდება, მათ შორის მაინც არსებობს ნიშანდობლივი კავშირები. ინტერსუბიექტური აღიარება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ავტონომიური აგენტებისთვის, რომელბსაც სჭირდებათ საკუთარ თავთან პოზიტიური მიმართების ქონა. პოზიტიური თვით-შეფასების ქონა და საკუთარი პერსონალურობის თუ ავთენტური იდენტობის აღიარება თავის მხრივ არის აუცილებელი წინაპირობა საზოგადოებაში წარმატებული პიროვნული ინტეგრაციისთვის, პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობისთვის, დელიბერაციის და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობისთვის. შესაბამისად, აღიარების ნორმატიული მიზანი არის პოლიტიკური და სოციალური ცხოვრების ისე მოწყობა, რომ მაქსიმალურად შემცირდეს ურთიერთუპატივცემულობა და არაადეკვატური ან არასრულფასოვანი აღიარება, რომელიც იწვევს “მორალურ ტრამვებს”. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა დემოკრატიის იმგვარი მოდელი, რომელიც იქნება ინდივიდების სრულფასოვანი პიროვნულ ინტეგრაციის გარანტი საზოგადოებაში და მაქსიმალურად დაიცავს მათ მორალური ტრამვებისაგან. დემოკრატიის ნორმატიული იდეა არ არის მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ის აგრეთვე და უფრო მეტად არის სოციალური ბუნების. ეს სოციალური სფერო რეგულირდება აღიარების ურთიერთობების სხვადასხვაგვარი ფორმებით და განზომილებებით. სოციალური სფერო, რომელიც დაფუძნებულია ინტერპერსონალური აღიარების ურთიერთობებზე არის სამართლიანი დემოკრატიული პოლიტიკის ონტოლოგიური ფუნდამენტი. მე ამ მოდელს ვუწოდებ დემოკრატიულ აღიარებას, ან უფრო ზუსტად დემოკრატიის აღიარების-თეორიულ მოდელს (recognition-theoretical model of democracy). ამ მოდელის ძირითადი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ აღიარების-თეორიული პარადიგმა შესაძლოა იყოს საუკეთესო საფუძველი სამართლიანი დემოკრატიული პოლისის რეკონსტრუქციისთვის, რომელშიც დემოკრატია განისაზღვრება როგორც საზოგადოების კომუნიკაციის რეფლექსიური ფორმა.