საერთაშორისო სადოქტორო სკოლა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალგაზრდა მკვლევრის გრანტი

ახალგაზრდა მკვლევრის გრანტი ენიჭებოდათ გამორჩეული სამეცნიერო მისწრაფებების მქონე პერსპექტიულ კანდიდატებს, რომლებმაც ცოტა ხნის წინ დაასრულეს ილიას უნივერსიტეტის დოქტორანტურა და აპირებდნენ სამეცნიერო-აკადემიური საქმიანობის გაგრძელებას. გრანტის ფარგლებში გამოიყოფოდა 500 ევროს დაფინანსება თერთმეტთვიანი მოკლევადიანი სამეცნიერო-კვლევითი პროექტისთვის. ახალგაზრდა მეცნიერთა საგრანტო პროგრამა არ ითვალისწინებდა სრულგანაკვეთიან პოსტსადოქტორო პოზიციას, თუმცა, წარმატებულ კანდიდატებს ფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობდა პოსტსადოქტორო პოზიციის მოსაპოვებლად.

დაფინანსების პარალელურად, აუცილებელი იყო გრანტის მფლობელის მონაწილეობა სადოქტორო პროგრამაში, კერძოდ, პროფესორის ასისტირება დოქტორანტის ხელმძღვანელობაში, მინიმუმ ერთ არააკადემიურ(ადმინისტრაციულ) აქტივობაში მონაწილეობა, ვორკშოპების/სემინარების ჩატარება და ა.შ.

გრანტის მფლობელი ვალდებული იყო, მოკლევადიანი კვლევითი პროექტის შედეგების ამსახველი ინგლისურენოვანი სტატია გამოექვეყნებინა მაღალი იმფაქტ-ფაქტორის სამეცნიერო ჟურნალში.