ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დოქტორანტის სახელი და გვარი: აია ბერაია
ფაკულტეტი: მეცნიერებათა და ხელოვნების, ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამა
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ფილოსოფიის დოქტორი
ხელმძღვანელი ილიაუნი: თამარ ცხადაძე
ხელმძღვანელი მიუსტერი: ტომას გუტმანი
მიუნსტერის უნივერსიტეტში: Dr. of Philosophy
ფაკულტეტი: ისტორიის, ფილოსოფიის და ფილოლოგიის
სადოქტორო პროექტის მოკლე აღწერა:
კვლევის პროექტი მიზნად ისახავს დემოკრატიის ახალი მოდელის შემოთავაზებას – რეალურად არსებული ლიბერალური დემოკრატიების რამდენიმე საფუძვლის რეკონსტრუქციის საშუალებით. მკვლევრების მოსაზრებით, ლიბერალური დემოკრატია კრიზისშია, რასაც აქვს სხვადასხვა სიმპტომი – მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ელექტორალური მონაწილეობის შემცირება, ულტრამემარჯვენე მოძრაობების აღზევება, ე.წ. არალიბერალური ავტორიტარული რეჟიმების გაძლიერება და მათ მიერ წარმოქმნილი კონფლიქტები. ამ გლობალური კრიზისის საპასუხოდ ჩემი შემოთავაზებაა “ფემინისტური დემოკრატია” – ნაშრომში ამ მოდელს ავაგებ ლიბერალური დემოკრატიისა და მისი საფუძველმდებარე ფენომენების თეორიული ნაკლოვანებებისა და სისუსტეების გამოკვლევით და მათი ფემინისტური რეკონსტრუქციით. შესაბამისად, ჩემი ამოცანებია მოვახდინო ავტონომიის, იდენტობისა და მოქალაქეობის იდეების რეკონსტრუქცია. შედეგად, დისერტაციის ნორმატიული თეორიული ჩარჩო შედგება ისეთი იდეებისგან როგორიცაა: რელაციური ავტონომია და კოლექტიური ავტონომია; “იდენტობა”, როგორც ეთიკურ-ნორმატიული ცნება; და მოქალაქეობის ფემინისტურ-რესპუბლიკური მოდელი ჰეტეროგენურ საზოგადოებებში. პოლიტიკის ფილოსოფიის ტრადიციებისა და მეთოდების შესაბამისად, ნაშრომი მიზნად ისახავს შექმნას დემოკრატიის ნორმატიული თეორია. კვლევა სრულად თეორიულია და არ შეიცავს ემპირიულ ელემენტებს.
სამეცნიერო კონფერენციები: