საერთაშორისო სადოქტორო სკოლა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მეცნიერება დემოკრატიაში: პოპულიზმსა და ტექნოკრატიას შორის

დოქტორანტის სახელი და გვარი: შოთა აზიკური

ფაკულტეტი: მეცნიერებათა და ხელოვნების, ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამა

ხელმძღვანელი ილიაუნი: გიგა ზედანია

ხელმძღვანელი მიუნსტერი: მიხაელ კვანტე

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ფილოსოფიის დოქტორი

მიუნსტერის უნივერსიტეტში: Dr. of Philosophy

ფაკულტეტი:ისტორიის, ფილოსოფიის და ფილოლოგიის

სადოქტორო პროექტის მოკლე აღწერა:

პოლიტიკური და პრაქტიკული გადაწყვეტილების მიღების პროცესში მეცნიერებაზე დამოკიდებულება მუდმივად იზრდება. ამ დამოკიდებულების პარალელურად იზრდება მეცნიერების მიმართ სკეპტიციზმიც. რიგ შემთხვევებში სამეცნიერო ცოდნა ეფექტიანი მმართველობის საშუალებიდან საზოგადოებაში უთახნომების და პოლარიზაციის წყაროდ იქცევა. ზოგისთვის პრობლემას წარმოადგენს მეცნიერები მიერ პოლიტიკური პროცესის კოლონიზაცია და დემოკრატიული კონტროლის დაკარგვა. სხვებისთვის კი პრობლემა პოპულიზმისა და სკეპტიციზმის მიერ სამეციერო ავტორიტეტის რღვევაში მდგომარეობს. პრობლემის ამგვარი ინტერპრეტაციები ერთმანეთთან კონფიქლტში მოდის. რომელი მათგანი მიანიშნებს რეალურ პრობლემაზე? ჩემი აზრით ორივე მიდგომაში შეგვიძლია ვიპოვოთ სიმართლის მარცვალი. სამეცნიერო ავტორიტეტის შესაბამის დემოკრატიულ ჩარჩოში მოქცევით ჩვენ შეგვიძლია გადავჭრათ როგორც სკეპტიციზმის და პოპულიზმის, ასევე ტექნოკრატიის პრობლემა. ჩემი პროექტის მიზანია განავითაროს მეცნიერების ავტორიტეტის მსგავსი კონცეფცია. ჩემი მიდგომა ეყრდნობა სხვადასხვა პერქსპექტივებს როგროც პოლიტიკური და ეთიკური თეორიიდან, ასევე სოციალური ეპისტემოლოოგიიდან და მეცნიერების ფილოსოფიიდან.

სამეცნიერო კონფერენციები:

  • “მეცნიერების მიმართ ნდობა”
    3-5 აგვისტო 2022  შტუტგარტი, გერმანია
  • “მესამე ყოველწლიური ეპისტემოლოგიური კონფერენცია”
    7-8 დეკემბერი 2022      ამსტერდამი, ნიდერლანდები