ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დოქტორანტის სახელი და გვარი: თინათინ ხაჩიძე
ფაკულტეტი: მეცნიერებათა და ხელოვნების, ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამა
ხელმღვანელი ილიაუნი: გიგა ზედანია
ხელმძღვანელი მიუნსტერი: ტომას გუტმანი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ფილოსოფიის დოქტორი
მიუნსტერის უნივერსიტეტში: Dr. of Law (Dr. iur.)
ფაკულტეტი: სამართლის ფაკულტეტი
სადოქტორო პროექტის მოკლე აღწერა:
ლიბერალური ნეიტრალობის პრიციპი მოითხოვს, რომ დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა მათ მოქალაქეთა ე. წ. “კარგი ცხოვრების იდეალების” მიმართ ნეიტრალობა შეინარჩუნონ. ეს იდეა პოლიტიკურ ფილოსოფიაში დღემდე ცხარე დისკუსიის საგანია. კვლავ ღიად რჩება შეკითხვები იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა შინაარსი მოიაზრება ნეიტრალობის პრინციპში, სად გადის ამ პრინციპის ზღვარი და საერთოდაც რატომ უნდა დაიცვან სახელმწიფოებმა ნეიტრალობის ვალდებულება. გარდა ამისა, თემა უაღრესად აქტუალურია სამართლებრივი კუთხითაც – როგორც საქართველოში, ისე გერმანიაში მოქმედებს სახელმწიფოს რელიგიური და მსოფლმხედველობრივი ნეიტრალიტეტის კონსტიტუციური პრინციპი. თანაც სამართალში კონკრეტული პასუხების საჭიროება კიდევ უფრო დიდია, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოებს უწევთ მიიღონ მბოჭავი გადაწყვეტილებები ისეთ საქმეებზე, სადაც სასწორზე ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევის საკითხი დგას.
ჩემი დისერტაცია გთავაზობთ ნეიტრალობის პრინციპის სისტემურ ანალიზს. კვლევის ფოკუსში ექცევა როგორც ამ პრინციპის თეორიული საფუძვლები, ისე მისი პრაქტიკული განხორციელების საკითხები. კვლევის შედეგად ნეიტრალობის პრინციპის შინაარსი მაქსიმალურად დაკონკრეტდება და შემოწმდება, თუ რამდენად სარგებლიანია იგი სამართლებრივი დავების პრევენციისა და გადაწყვეტისთვის.