საერთაშორისო სადოქტორო სკოლა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განსხვავების პრობლემა უნივერსალურისა და პარტიკულარულის მიღმა

დოქტორანტის სახელი და გვარი: ივანე ლომიძე

ფაკულტეტი: მეცნიერებათა და ხელოვნების, ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამა

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ფილოსოფიის დოქტორი

ხელმძღვანელი ილიაუნი: გიგზა ზედანია

ხელმძღვანელი მიუნსტერი: ტომას გუტმანი

მიუნსტერის უნივერსიტეტში: Dr. of Philosophy

ფაკულტეტი:ისტორიის, ფილოსოფიის და ფილოლოგიის

  სადოქტორო პროექტის მოკლე აღწერა:

განსხვავების პრობლემა წარმოადგენს მთავარ საკითხს დელიბერაციული და აგონისტური დემოკრატიის მოდელების შესახებ დებატებში. აგონისტი დემოკრატები აკრიტიკებენ დელიბერაციულ დემოკრატიას კონტექსტუალური განსხვავებების და ცხოვრების მრავალფეროვანი ფორმების დაიგნორებისთვის, რასაც თან სდევს იდენტობაზე დაფუძნებული განსხვავებების ერთ ჰომოგენურ პოლიტიკურ პროექტად გარდაქმნა. აგონისტები მიიჩნევენ, რომ დელიბერაციული დემოკრატიის წარმოდგენა ძალაუფლებისგან თავისუფალი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცედურებისა, რომელიც რაციონალურ კონსესუსს ეფუძნება, ონტოლოგიური შეუძლებლობაა. ალტერნატივის სახით აგონისტები გვთავაზობენ, უარი ვთქვათ უნივერსალურ წესებზე და პოლიტიკა გავიგოთ როგორც კონტექსტუალური, თამაშის მსგავსი სფერო, სადაც იდენტობების ფორმირება და აღიარებისთვის ბრძოლა თავისუფლების აგონისტურ თამაშსს წარმოადგენს.

ჩემი კვლევა საწყის წერტილად იღებს მოსარებას, რომ მართალია აგონისტი ავტორები სამართლიანად აკრიტიკებენ უნივერსალიზმის იდეას და მიუთითებენ დელიბერაციული დემოკრატიის ლიმიტაციებზე, აგონისტური დემოკრატია ვერ ახერხებს ნორმატიულად დააფუძნოს განსხვავების განსჯის მექანიზმი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება განისაზღვროს ლეგიტიმური და არალეგიტიმური პოლიტიკური ქმედებები. ამ კუთხით, აგონისტური დემოკრატია აჩენს საფრთხეს, წაახალისოს ძალადობრივი ქმედებები განსხვავების სახელით. ამ ლიმიტაციის აღმოსაფხვრელად, კვლევა მიზნად ისახავს პასუხი გასცეს კითხვას: როგორ არის შესაძლებელი ნორმატიულად დაფუძნდეს განსხვავების და პლურალიზმის დემოკრატიული რეპრეზენტაციის საკითხი, ისე რომ ერთი მხრივ, თავიდან ავირიდოთ უნივერსალური ნორმების საჭიროება, ხოლო მეორე მხრივ, გვქონდეს არალეგიტიმური პოლიტიკური გადაწყვეტილებების აღმოსაფხვრელი მექანიზმები? პასუხის გასაცემად, კლევა ეყრდნობა მორალურ პარტიკულარიზმს.

სამეცნიერო სტატიები:

  • Ivane Lomidze. “Pluralization of pluralism agonistic democracy and deliberative democracy in a critical dialogue”. Pluralismus in Demokratischen Gesellschaften Series: Deutsch-Georgische Jahrbücher, Volume: 3 Editors: Simon Derpmann, Armando Manchisi, and Tamar Tskhadadze. Pp. 33-47
  • Ivane Lomidze. “Liberal Realism: Politics of Difference beyond the Universalist-Contextualist Debate”. De Gruyter, series: Sources and Studies in Philosophy

სამეცნიერო კონფერენციები:

  • ჟენევის მეოთხე ყოველწლიური კონფერენცია პოლიტიკის ფილოსოფიაში
    16-17 თებერვალი, 2023ჟენევა, შვეიცარია
  • ამსტერდამის მეოთხე ყოველწლიური კონფერენცია პოლიტიკის თეორიაში
    29-30 მაისი, 2023 ამსტერდამი, ნიდერლანდები
  • ფილოსოფიის ჰოლანდიური კვლევის (OZSW) 2023 წლის კონფერენცია
    2-3 ივნისი, 2023 ლეიდენი, ნიდერლანდები
  • ბრაგას მეცამეტე შეხვედრა ეთიკის და პოლიტიკის ფილოსოფიის შეასხებ (პანელი: მემარცხენეობის (რე)-კონფიგურაცია: თეორიული მიდგომები მემარცხენე პოპულიზმის და რადიკალური დემოკრატიის შესახებ
    15-16 ივნისი, 2023   ბრაგა, პორტუგალია