მენტორინგის პროგრამა დოქტორანტებისთვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლა გეგმავს დანერგოს დოქტორანტების მენტორინგის პროგრამა, რომელიც გულისხმობს წარმატებული დოქტორებისა და პროფესორების მიერ დოქტორანტების მხარდაჭერას.

მენტორი (Alumni Mentor) არის მრჩეველი, მხარდამჭერი, მეგობარი, რომელიც გაუზიარებს დოქტორანტს საგანმანათლებლო და პროფესიულ გამოცდილებას, რაც დაეხმარება მას კარიერულ წინსვლასა და პროფესიული კონტაქტების შექმნაში. მენტორი არავითარ შემთხვევაში არ ითავსებს სამეცნიერო ხელმძღვანელის ფუნქციებს. ის არის დამატებითი ინსტრუმენტი, რომლის ფოკუსიც იქნება პიროვნული განვითარება, სწორი უნარ-ჩვევების გამომუშავება და გაძლიერება.

მენტორის როლი შესაძლებელია იყოს:

თითო მენტორი 6 თვის განმავლობაში იმუშავებს 2-3 დოქტორანტთან. ყოველთვიური შეხვედრები გაიმართება პირისპირ ან ონლაინრეჟმში.

პროგრამა განხორციელდება 2022 წლის შემოდგომის სემესტრიდან.