ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
5 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის* შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის** ეგიდით, სადოქტორო პროგრამების კურსდამთავრებულების გამოსაშვები ცერემონია გაიმართა.
ღონისძიების გახსნაზე სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს:
საერთაშორისო სადოქტორო სკოლის სპიკერმა, პროფესორმა ნინო პატარაიამ და განვითარების სამსახურის უფროსმა ქეთევან დარახველიძემ აუდიტორიას გააცნეს საერთაშორისო სადოქტორო სკოლის ძირითადი მიღწევები და გეგმები.
დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის დოქტორანტმა ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ნანა ხეცურიანმა და საერთაშორისო სადოქტორო სკოლის სამეცნიერო ხელმძღვანელთა წარმომადგენელმა, პროფესორმა ოლივერ რაისნერმა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ნინო დობორჯგინიძემ საერთაშორისო სადოქტორო სკოლის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ილიას მედლით დააჯილდოვა პროფესორი ახიმ დორენბუში.
შემაჯამებელ ღონისძიებაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ პარტნიორი გერმანული უნივერსიტეტების, დიპლომატიური კორპუსის, განათლების სამინისტროს, არასამთავრობო სექტორისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, საფუძველი ჩაეყარა მნიშვნელოვან ტრადიციას – საზეიმო ვითარებაში დავაჯილდოვეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამების 2021-2022 წლის კურსდამთავრებულები:
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი
ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს სადოქტორო პროგრამების კურსდამთავრებულებს წარმატებას.
საერთაშორისო სადოქტორო სკოლისა და კარლ ლემან-ჰაუპტის სადოქტორო პროგრამის შესახებ
*სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლა პარტნიორ ევროპულ უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად უზრუნველყოფს მაღალი აკადემიური ხარისხის ორმაგი ხარისხის სადოქტორო პროგრამების განვითარებას.
**პირველი მნიშვნელოვანი პროექტი სწორედ კარლ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამაა (LHIDP), რომელიც 2018 წელს დაიწყო გიოტინგენის გეორგ-აუგუსტის უნივერსიტეტთან თანამშრომლობითა და ფოლკსვაგენისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.
პროგრამამ მოიცვა 10 განსხვავებული მიმართულება: ფილოლოგია, ისტორია, პოლიტიკის მეცნიერება, რელიგიური და კულტურული კვლევები, განვითარების ეკონომიკა, ეკოლოგია, ქიმიური ბიოლოგია, ფიზიკა და კოსმოლოგია.
პროგრამის დოქტორანტებს სამეცნიერო-აკადემიურ ხელმძღვანელობას უწევდნენ ქართველი და გერმანელი პროფესორები და სადოქტორო პროექტის წარმატებით დასრულებისას ხარისხს ანიჭებდა როგორც ქართული უნივერსიტეტი, ისე გერმანული.
12 დოქტორანტს შესაძლებლობა მიეცათ 2 სემესტრი გაეტარებინათ გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტში.
პროგრამის წარმატებამ განაპირობა საერთაშორისო სადოქტორო სკოლის მომდევნო წარმატებული ნაბიჯები:
განვითარდა 2 სტრუქტურირებული ორმაგი ხარისხის სადოქტორო პროგრამა გეორგ-აუგუსტის უნივერსიტეტსა და მიუნსტერის ვესტფალური ვილჰელმის უნივერსიტეტთან (გერმანია) თანამშრომლობით;
სადოქტორო სკოლის მხარდაჭერით გაიცა ორმაგი სადოქტორო ხარისხი გენტის უნივერსიტეტთან (ბელგიის) თანამშრომლობით;
ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ინდივიდუალური ხელშეკრულების (კოტუტელის) საფუძველზე ორმაგი ხარისხის გაცემაზე მონპელიეს (საფრანგეთი) და სხვა წამყვან ევროპულ უნივერსიტეტებთან (ჰანოვერის, ლუვენის) თანამშრომლობით.
საერთაშორისო სადოქტორო სკოლისა და კარლ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის (LHIDP) გამოცდილება და სტანდარტები მთლიანად გავრცელდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო სწავლების საფეხურზე, მათ შორის ქართულენოვან პროგრამებზე.
შესაძლებელი გახდა დოქტორანტებისთვის როგორც საგნობრივ-მეთოდოლოგიური, ისე ტრანსფერული უნარების განვითარებაზე ორიენტირებული კურსების შეთავაზება სადოქტორო კვლევაზე მუშაობის უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად და აკადემიური წინსვლის უზრუნველსაყოფად.