საკონსტიტუციო რევოლუცია როგორც ჰიბრიდული რეჟიმისგან თავდახსნის გზა უნგრეთის, პოლონეთისა და საქართველოს იურისდიქციების მაგალითზე
დოქტორანტის სახელი და გვარი: გვანცა ჯიქია
ფაკულტეტი: მეცნიერებათა და ხელოვნების, ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამა
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ფილოსოფიის დოქტორი
მიუნსტერის უნივერსიტეტში: Dr. of Law
ფაკულტეტი: ისტორიის, ფილოსოფიის და ფილოლოგიის
სადოქტორო პროექტის მოკლე აღწერა:
სათაურში მითითებული სადისერტაციო ნაშრომი ფოკუსირებულია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისთვის, კერძოდ უნგრეთისა და პოლონეთისთვის მახასიათებელ საკონსტიტუციურ კრიზისზე და ამავე კონტექსტში მოქცეულია საქართველოც. მართალია, ამ ორ იურისდიქციულ განზომილებაში კრიზისს განსხვავებული კონტექსტი აქვს, თუმცა მსგავსი მახასიათებლები. ფართო გაგებით საერთო გამოწვევას წარმოადგენს საკონსტიტუციო ღირებულებების ლეგალური გზებით უკუგდება, იმ ფონზე რომ საკონსტიტუციური ინსტიტუტები უძლური არიან დაიცვან მათი უზენაესობა, ასევე იმ კონდიციაში როდესაც არც მრავალშრიანი კონსტიტუციონალიზმის ბერკეტია ეფექტური.
სადისერტაციო ნაშრომის ამოცანა მოცემული კრიზისიდან გამოსავლის პოვნაა. ის ექსტრალეგალური გზით რადიკალური ცვლილების იდეას ავითარებს და ამტკიცებს, რომ ანტიკონსტიტუციური(ანტიდემოკრატიული) მახასიათებლების მქონე კონსტიტუცია არ შეიძლება იყოს მბოჭავი ეფექტის მქონე დემოკრეტიული საზოგადოებისთვის და ის ვერ უნდა ადგენდეს პოლიტიკური თამაშის წესებს. შესაბამისად, ნაშრომი ამუშავებს საკონსტიტუციო რევოლუციის ნორმატიულ გაგებას, მისი მიღწევისა შენარჩუნების გზებს.
სამეცნიერო კონფერენციები:
სამართალი, ძალაუფლება, პლურალიზმი
14-18 ოქტომბერი, 2023 ვარშავა