ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დოქტორანტის სახელი და გვარი: მათე თევზაძე
ფაკულტეტი: მეცნიერებათა და ხელოვნების, ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამა
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ფილოსოფიის დოქტორი
მიუნსტერის უნივერსიტეტში: Dr. of Philosophy
ფაკულტეტი: ისტორიის, ფილოსოფიის და ფილოლოგიის
სადოქტორო პროექტის მოკლე აღწერა:
სადოქტორო ნაშრომის მიზანია, კონცეპტუალური ანალიზის მეშვეობით, ჰეგელის ქმედებისა და ქმედების ჩანაფიქრის თეორიის სისტემატური (და არა ისტორიული) ინტერპრეტაცია. ამასთან, ნაშრომის სისტემატური ორიენტაციის დამატებითი ასპექტია ჰეგელის თეორიის ცნებითი და არგუმენტაციული სტრუქტურის გარე რეფერენტთან ფილოსოფიური შედარება- ე.ი. შედარება ფილოსოფიის სპეციფიკური მეთოდოლოგიითა და პერსპექტივით. შესადარებელი მეწყვილე ობიექტი გახლავთ გადაწყვეტილების ნორმატიული თეორია (რომელსაც, აგრეთვე, სინონიმურად მოიხსენიებენ „გონივრული არჩევნის თეორიის“ სახელითაც). შესაბამისად, სადოქტორო ნაშრომის შედგება სამი ნაწილისაგან, ხოლო თითოეული ნაწილი ორი თავისაგან. მათი დაახლოებითი სტრუქტურა ასეთია:
პირველი ნაწილი – ჰეგელის თეორია:
მეორე ნაწილი – გადაწყვეტილების თეორია:
მესამე ნაწილი – ამ ორი თეორიის ფილოსოფიური შედარება-შეპირისპირება
სადოქტორო პროექტის მოსალონდენლი სამეცნიერო სიახლეები შემდეგია:
ა. ჰეგელის გონიერი ჩანაფიქრის თეორიის ფილოლოგიურად ზუსტი და ფილოსოფიური აქტუალობის მაჩვენებელი სისტემურ-არგუმენტაციულად დაწვრილებითი ანალიზი;
ბ. ჰეგელის თეორიის თანამედროვე გადაწყვეტილების თეორიასთან სისტემატური შედარება;