სამუშაო შეხვედრა „პრეზენტაციის ჩატარების ხელოვნება“

2023 წლის 14 და 15 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის და ინოვაციური კვლევების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა შეხვედრა თემაზე: „პრეზენტაციის ჩატარების ხელოვნება“. სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო მონაწილეთათვის პრეზენტაციის მომზადების მნიშვნელოვანი ასპექტების, მისი ჩატარებისათვის საჭირო მეთოდების, ხერხებისა და ეფექტური ტექნოლოგიების, პრეზენტატორის პიროვნული და სოციალური კომპეტენციების გაცნობა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს კონკრეტულ პრეზენტაციებზე დაშვებული შეცდომები და მათი […]