დასაქმების კვირეული დოქტორანტებისთვის

2022 წლის 11-დან 15 აპრილის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლისა და სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა დასაქმების კვირეული, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტებმა. კვირეულის მიზანი იყო სამსახურის მაძიებელი დოქტორანტებისა და კურსდამთავრებულების დაკავშირება დამსაქმებლებთან. კვირეულზე დამსაქმებლები შეხვდნენ როგორც საერთაშორისო სადოქტორო სკოლის, ასევე სხვა სადოქტორო პროგრამების დოქტორანტებსა და კურსდამთავრებულებს, გააცნეს ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ, […]